LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა

90

ერაყში, ბასრას პროვინციაში, სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა – ამის შესახებ ინფორმაციას  ქალაქ ბასრაში გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორი მაჰდი ატ თამიმი ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, მოწამლულთა რიცხვი 111 ათასს აღწევს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან,“ – აღნიშნა ატ თამიმიმ.

ატ თამიმის განცხადებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ საკითხზე განმარტებებს ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები