გუშინ ერაყის “მწვანე ზონაში” რვა რაკეტა ჩამოვარდა.
ფაქტს ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალეჰი ეხმაურება და მომხდარს “ტერორისტულ აქტად” აფასებს.
მისი პრესპიკერის გავრცელებულ განაცხადში ნათქვამია, რომ “მწვანე ზონაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია, რომელიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და მათ საკუთრებას, ეს წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს პრესტიჟის შენარჩუნების ძალისხმევაზე თავდასხმას”.
პრეზიდენტის განცხადებითვე, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა ერაყის საერთაშორისო რეპუტაციას და მის საგარეო ურთიერთობებს ძირს უთხრის.
ცნობისთვის, ბაღდადში, ე.წ. „მწვანე ზონაში“ რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ერაყელი ჯარისკაცი, დაზიანდა რამდენიმე შენობა და მანქანა.
ასევე უმნიშვნელოდ დაზიანდა ერაყში მოქმედი აშშ-ს საელჩო.