LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყის პრემიერ მინისტრი – ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულებულია

126

ერაყის პრემიერ მინისტრი, ჰაიდერ ალ-აბადი აცხადებს, რომ ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულებულია.

„ჩვენმა სამხედროებმა სრული კონტროლი დაამყარეს ერაყი – სირიის საზღვარზე, სწორედ ამიტომ ვაცხადებ, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი დასრულებულია”, – განაცხადა პრემიერმა.

ნოემბრის ბოლოს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ანბარის, სალაჰ ედ დინისა და ნაინავას პროვინციებში  ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები