შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს.
კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულმა 2 ოქტომბერს, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს,“ – განაცხადებს შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.