2021 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს ექსპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება – ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან, გაზრდილია 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი.
ექსპორტის ყველაზე მაღალი 81%-იანი და 89%-იანი ზრდები თხილისა და სამკერვალო ნაწარმის ექსპორტში დაფიქსირდა.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფები იყო:
? სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $391 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.5%;
? მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – $205.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.6%;
? ფეროშენადნობები – $186.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;
? ღვინოები – $104.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.1%;
? სპირტიანი სასმელები – $69 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29%;
? მინერალური და მტკნარი წყლები – $66.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 34.6%;
? აზოტოვანი სასუქები – $50.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;
? მედიკამენტები – $42.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 5.8%;
? ტრიკოტაჟის (სამკერვალო) ნაწარმი – $36 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 89%
? თხილი და კაკალი – $35.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 88.6%;
? სხვა დანარჩენი საქონელი – $697 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.7%.