LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპო ჯორჯია Agro/Food/Drink/Tech 2017-ს უმასპინძლებს

690

გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech ) მე–17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიება 2017 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. გამოფენა მოიცავს მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეს.

Agro/Food/Drink/Tech ორგანიზატორი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“

Agro/Food/Drink/Tech მხარდამჭერი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იქნება 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია. მათ შორის გამოფენაში პირველად იღებს მონაწილეობას ბელორუსიის ნაციონალური წარმომადგენლობა.

Agro/Food/Drink/Tech 2017-ზე  წარმოდგენილი იქნება: სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები,  სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება  და თანამედროვე ტექნოლოგიები.

Agro/Food/Drink/Tech2017-ზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით,  გასული წლების მსგავსად, გამოფენას დაესწრება 2300 მცირე ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და  სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–17 საერთაშორისო გამოფენა  20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ”ექსპო ჯორჯიას”  მე-11 პავილიონში გაიხსნება.

გამოფენა 3 დღის განმავლობაში იმუშავებს 10:00 დან – 18:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები