LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზა რომც ჩატარდეს, კვალი ძალიან არაინფორმატიული იქნება – მაია ნიკოლეიშვილი

111

ამდენი დღის გასვლის შემდეგ, ექსპერტიზა რომც ჩატარდეს, მგონია, რომ კვალი ძალიან არაინფორმატიული იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე საუბრისას განაცხადა.

ნიკოლეიშვილის თქმით, სავარაუდოდ, სახეცვლილი იქნება როგორც სხეულის გარე, ასევე შინაგანი მონაცემები. მიუხედავად ამისა, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ არ მოხდება მოტეხილობის სახის შეცვლა და, არსებობის შემთხვევაში, დადგინდება ცეცხლნასროლი კვალიც.

შინაგანი ორგანოებიდან აღებულია მიკროპრეპარატები. ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ეს პრეპარატები ჩვენ მხარეს გადმოეცეს, მაგრამ უკვე ამდენი დღის გავლის შემდეგ, ექსპერტიზაც რომ ჩატარდეს, შინაგანი ორგანოების ცვლილებები იქნება საიმისო, რომ პირვანდელ სურათს ვერ ვნახავთ.

თუ გარეგნული დაზიანებებია, ერთადერთი, რაც შეიძლება უცვლელად ვნახოთ, ეს არის ძვლის მოტეხილობა. ვარაუდი იყო ცეცხლნასროლ ჭრილობაზეც და ესეც იქნება, მაგრამ სისხლნაჟღენთები შეიძლება უკვე ვეღარ ვნახოთ. სამწუხაროდ, მე მგონია, რომ კვალი ძალიან არაინფორმატიული იქნება, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები