“გამოცდილი ექსპერტის და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა გვამის კომპლექსური გამოკვლევა”,- ამის შესახებ ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
ექსპერტის განმარტებით, ვიზუალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილს დაზიანებები სახის, თავისა და სხეულის სხვა მიდამოებში აქვს მიღებული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ექსპერტების მონაწილეობით კომპლექსური კვლევა გიორგის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს.
“ჩვენი ცენტრის გამოცდილი ექსპერტის, კახაბერ ერისთავის მონაწილეობით, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა გვამის კომპლექსური გამოკვლევა. გვამის გამოკვლევასთან დაკავშირებით პირველი მონაცემებით, იგულისხმება ვიზუალური კვლევის შედეგები. ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ბლაგვი ტრავმის სახით როგორც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღებული იქნა სრული მოცულობით ყველანაირი ბიოლოგიური მასალა, ლაბორატორიული, რათა დადგინდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის – გარდაცვლილი ცოცხალი მოხვდა თუ არა წყალში. ანუ, ადგილი ჰქონდა ასფიქსიურ სიკვდილს, წყალში დახრჩობას, თუ პირიქით, ადგილი ქონდა ბლაგვტრავმას და შესაბამისად განვითარდა დამდგარი შედეგი,” – აცხადებს გეჯაძე.
გიორგი ვითარების მსხვერპლია...გვეგონა, რომ ხორავას ტრაგედიის შემდეგ ეს დასრულდებოდა - გარდაცვლილის ბიძა
"30 წელია ვუყურებ იგივეს, რომ განათლების სისტემა არც ერთ ხელისუფლებას აინტერესებს. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვს რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია?"
მისივე განმარტებით, ვიზუალური კვლევის შემდგომი ეტაპი ლაბორატორიული კვლევაა. საბოლოო დასკვნით კი, დადგინდება, რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.
“რა დაზიანებები ჰქონდა და იყო თუ არა დაზიანებები სიცოხლისდროინდელი, დადგინდება საკითხი დაზიანებების ხასიათის. შემდგომ დროის ეტაპზე ალბათ გამოძიება წარმოადგენს თავის ვერსიებს დაზიანებების მიღების შესაძლო ვერსიებზე, მოწმეების ჩვენებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ”- აცხადებს ექსპერტი.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გიორგის ოჯახმა, მისი დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს 19 ივნისს მიმართა. ამ დღიდან სამძებრო სამუშაოები, რომელშიც პოლიცია და 70 მაშველი იყო ჩართული, შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მყვინთავებმა გიორგის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.