LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ყველაზე გამძლე ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს

119

პორტალ iSeeCars-ის მიმომხილველებმა იმ ავტომობილების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც მფლობელებს 8-10 წლის განმავლობაში ჰყავთ. ექსპერტებმა ყიდვა-გაყიდვის 16 მილიონი შეთანხმება გააანალიზეს.

რეიტინგის ლიდერი Toyota Land Cruiser 200 გახდა. საშუალოდ მას 10 წელი ფლობენ, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. აშშ-და და ევროპაში ასეთი ავტომობილი ცხოვრებისეული წარმატებისა და საიმედოობის ნიშანია.

მეორე პოზციაზე Porsche Boxster გავიდა. აღნიშნული ავტომობილის ფლობის პერიოდი 9,9 წელს აღწევს. ინჟინერებმა აეროდინამიკის გაუმჯობესებისთვის ძარის გაფორმებაზე კარგად იშრომეს.

სამეულს Ford Expedition ასრულებს. ის ადამიანს 9 წლის განმავლობაში აქვს.  ავტომობილში ცხრა დასაჯდომი ადგილია.

შემდეგი როდსტერი Mercedes-Benz SLK გახლავთ, რომელსაცასევე მძღოლი 9 წლის განმავლობაში ერთგულად მართავს. ტოპ-5-ს Ford Explorer ასრულებს.

პირველ ათეულში ასევე შედიან: Toyota Sequoia (8,9 წელი), Chevrolet Corvette (8,8 წელი), Toyota Avalon (8,8 წელი), Toyota 4Runner (8,8 წელი) და Audi TT (8,8 წელი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები