LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი შეადგინეს

42

ექსპერტებმა ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. შვეიცარიული ფინანსური ჰოლდინგის სპეციალისტებმა ერთმანეთს 128-მდე სახეობის პროდუქტისა თუ სერვისის ღირებულება და 15 პროფესიის წარმომადგენელთა ხელფასები შეადარეს. კვლევა სულ 77 ქალაქში ჩატარდა და ექსპერტებმა თითოეული დასახლების ინდივიდუალური მახასიათებლებიც გაითვალისწინეს. ყველაზე ძვირადღირებულთა პირველ ადგილს კი შვეიცარიული ციურიხი იკავებს. ქალაქში ცხოვრების საშუალო ღირებულება 4 ათასი ევროა. მეორე პოზიციაც შვეიცარიულმა ქალაქმა, ჟენევამ დაიკავა და მის შემთხვევაში ფასები 20%-ით უფრო ნაკლებია.

საინტერესოა, რომ ტოპ-10-ში ასევე – ოსლო, კოპენჰაგენი, ნიუ-იორკი, ტოკიო, მილანი, ლონდონი, ჩიკაგო და ჰელსინკიც მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები