LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ტურისტების ყველაზე არაადეკვატური საჩივრები დაასახელეს

35

„The Guardian”-მა ბოლო რამდენიმე წლის მონაცემები შეაჯამა და ყველაზე უაზრო შეფასებების რეიტინგიც შეადგინა. მაგალითად, ბრიტანული სანაპიროს ერთ-ერთი ვიზიტორი წყალში მოთავსებულმა ქვებმა შეაწუხეს და ზღვის გაწმენდა მოითხოვა. თუმცა, როგორც პლაჟის თანამშრომელმა განაცხადა, ეს შეფასება ყველაზე ცუდი არ არის და დამსვენებლები ხან ტალღებს და ხანაც დელფინებს ითხოვენ ხოლმე. ბრიტანეთის გამორჩეული მწვერვალი ბენ-ნევისი კი ტურისტმა სწორედ სიმაღლის გამო დაიწუნა, მოლაშქრე გზაში გატარებული დროით დაიღალა და ამიტომ დანიშნულება ძალიან უარყოფითად შეაფასა. ასევე, ამერიკის დიდი კანიონი უფორმობის გამო, სიდნეის ოპერის სახლი კი სრულიად უშნო დიზაინისთვის დაიწუნეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები