LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა სექს-ტურიზმის ტოპ დანიშნულებები გამოავლინეს

12

ბრიტანული გამოცემის „Daily Star”-ის ინფორმაციით, ეროტიკული დასვენების მოყვარულებს ხმაურიანი ქალაქები ნაკლებად იზიდავთ და ძირითადად ზღვის სანაპიროსა და სასიამოვნო ბუნებას ეძებენ. ამას ადასტურებს ყველაზე მოთხოვნად ადგილთა რეიტინგიც.

პირველ სამ პოზიციას – იბიცა, კურორტი მაგალუფი, და მალიორკას კუნძული იკავებენ. რეიტინგში მოხვდა ასევე მაიამი – სტუდენტების საყვარელი დასასვენებელი ადგილი და იამაიკა – სანაპირო, რომელსაც ყველაზე მეტი ნუდისტი აკითხავს.

აღსანიშნავია, რომ ტოპ დანიშნულებათა სიაში სექს კრუიზი Desire Cruise-იც მოხვდა. ეროტიული მოგზაურობა, რომელიც მთლიანად ზრდასრულთა გართობაზე იქნება ორიენტირებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები