თურქეთი, საბერძნეთი თუ საფრანგეთი – ექსპერტებმა საუკეთესო ნუდისტური სანაპიროები გამოავლინეს. რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა პლაჟების პოპულარობა და სილამაზე ტურისტების გამოხმაურებაზე დაყრდნობით შეაფასეს.
დამსვენებელთა აზრით კი საუკეთესოს წოდებას თურქეთში მდებარე სანაპირო – პატარა იმსახურებს. პატარაზე ტურისტებს არამხოლოდ რუჯის მიღება, არამედ ნუდისტურ ქაფის წვეულებაზე დასწრებაც შეუძლიათ. მეორე ადგილს საბერძნეთი და მისი სანაპირო – Little Banana იკავებს და მას მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები აქვს. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს გერმანია და Buhne 16 ასრულებს. როგორც ვიზიტორები აცხადებენ, სანაპირო ტურისტული ლოკაციებისგან შორს მდებარეობს, რაც მას ძალიან მყუროს ხდის. აღსანიშნავია, რომ აუცილებლად სანახავი ნუდისტური პლაჟები ასევე – ხორვატიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და იტალიის კუნძულებსაც აქვთ.