ამერიკის სადაზღვევო ინსტიტუტმა IIHS ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 100 მოდელი მოხვდა და მათგან 65-მა მაქსიმალური შეფასება Top Safety Pick+ მიიღო, 36-მა მანქანამ შედარებით ნაკლები ქულა დაიმსახურა.
წარმოდგენილმა მოდელებმა გამძლეობის ყველა ტესტში მაღალი შეფასებები მიიღეს, გარდა ამისა სპეციალისტები უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემების მუშაობასაც აფასებდნენ.
ყველაზე მეტი ჯილდო კონცერნ Hyundai Motor Group-ში შემავალმა მოდელებმა დაიმსახურეს, ამ კონცერნში ითვლება ასევე Kia-ს და Genesis-ის ავტომობილებიც. სამხრეთკორეულმა კომპანიამ 21 პრემია მიიღო და მათგან 11 – უმაღლესი შეფასება იყო.
მეორე ადგილს 11 ჯილდოთი კონცერნი Volkswagen Group იკავებს. ლიდერთა სამეულს Volvo ასრულებს. შვედურ კომპანიას 10 პრემია გადასცეს.
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სრული სია ასე გამოიყურება:
C-კლასი
- Honda Civic 5D
- Honda Civic 4D
- Honda Insight
- Mazda 3 (ჰეტჩბეკი)
- Mazda 3 (სედანი)
- Subaru Crosstrek Hybrid
D-კლასი
- Honda Accord
- Kia K5
- Nissan Altima
- Nissan Maxima
- Subaru Legacy
- Subaru Outback
- Toyota Camry
D-კლასის პრემიული მოდელები
- Acura TLX
- Lexus ES 350
- Lexus IS
- Tesla Model 3
- Volvo S60
- Volvo S60 Recharge
- Volvo V60 Cross Country
- Kia Stinger
კომპაქტური კროსოვერები
- Chevrolet Trailblazer
- Ford Bronco Sport
- Hyundai Tucson
- Mazda CX-5
- Mazda CX-30
- Mitsubishi Outlander
- Nissan Rogue (X-Trail)
- Volvo C40 Recharge
- Volvo XC40