LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი პროფესიები დაასახელეს

57
Worker-Man-Boring-Job

ლონდონის ეკონომიკის სკოლის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რომელი პროფესიები და გატაცებები ითვლება ყველაზე მოსაწყენად. ინფორმაცია ამის შესახებ ესექსის უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

კვლევის საფუძველი მილიონობით ადამიანის გამოკითხვის შედეგად მიღებული პასუხები გახდა. უმრავლესობამ ყველაზე მოსაწყენებად – მონაცემთა ანალიტიკოსები, ბუღალტრები, საგადასახადოსა და სადაზღვევოში დასაქმებული ადამიანები დაასახელეს. ასევე, ყველაზე მოსაწყენ პროფესიათა ხუთეულში მოხვდა – დამლაგებელი და ბანკირი.

მეორეს მხრივ, ყველაზე ამაღელვებელი პროფესიების ხუთეული ასე გამოიყურება – ხელოვანი, მეცნიერი, ჟურნალისტი, მედიკოსი და მასწავლებელი.

გამოკითხულთა აზრით, მოსაწყენ ადამიანებს დიდ ქალაქებში ცხოვრება არ უყვართ, თავისუფალ დროს კი ან სძინავთ, ან ტელევიზორს უყურებენ, ანდაც ცხოველთან ერთად ატარებენ დროს. ყველაზე ნაკლებად სახალისო გასართობთა სიაში მოხვდა ასევე – მათემატიკა და რელიგია.

კვლევაში მონაწილეებმა აღიარეს, რომ მოსაწყენი ადამიანები არ უყვართ და მათზე დაკარგულ ყოველი დღისთვის, ანაზღაურების სახით მინიმუმ 35 ფუნტ სტერილინგს მიიღებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები