LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები დაასახელეს

28

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები დაასახელეს. პირველ ადგილს წელს – ჰონგ-კონგი იკავებს და ლიდერთა სამეულში მოხვდა ასევე –ტოკიო და ციურიხი. საინტერესოა, რომ ქალაქები სადაც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ ძირითადად აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ყველაზე ხარჯიანთა რეიტინგში საპატიო ადგილს – სინგაპური, სეული, შანხაი და პეკინიც იკავებენ.

როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ევროპის შემთხვევაში ცხოვრების ღირებულება შედარებით დაბალია, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში  უკანასკნელ წლებში ხარჯები მაინც გაიზარდა.

წლევანდელ რეიტინგში სულ 209 ქალაქი მოხვდა და ექსპერტებმა მისი შედგენისას ერთმანეთს 200-მდე პროდუქტის ფასი შეადარეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები