LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დათვალეს რამდენს გამოიმუშავებენ დიდი ავტომწარმოებლები წამში

56
toyotanews

პორტალი Uswitch-ის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში 10 ყველაზე დიდი ავტომწარმოებლის შემოსავალი დათვალეს. ამასთან, თუკი სხვა დროს კომპანიები ყოველთვიურ ან ყოველწლიურ შემოსავალს აზუსტებდნენ, ამჯერად ცნობილი გახდა თუ რამდენს გამოიმუშავებენ ისინი ყოველ წუთს და ყოველ წამსაც კი.

რეიტინგის პირველ ადგილს Toyota იკავებს. სპეციალისტთა ინფორმაციით, 275 მილიარდი დოლარიანი წლიური შემოსავლით იაპონური ბრენდი ყოველ წამში 8 371 დოლარით მდიდრდება. ყოველ წუთს კი „ტოიოტას“ შემოსავალი 523 889 დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს წამში 8 073 დოლარით კონცერნი Volkswagen იკავებს. ასე რომ, ერთ საათში გერმანული კონცერნი 29,1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ლიდერთა სამეულს კონცერნი Daimler – 355 363 დოლარით წუთში, ანუ წამში 5 589 დოლარით ასრულებს.

ყველაზე შემოსავლიანი ბრენდების რეიტინგში მოხვდა ასევე – Nissan – წელიწადში 91 მილიარდი დოლარით, ანუ ყოველ წამში 2 882 დოლარიანი შემოსავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები