Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ექსპერტებმა დამწყები მძღოლებისთვის ყველაზე სტრესული ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დამწყები მძღოლებისთვის ყველაზე სტრესული ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს

53
driversnews

საერთაშორისო კომპანია Zutobi-მ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც გზებზე ადაპტაცია მძღოლებისთვის განსაკუთრებით რთულია. ექსპერტებმა ქვეყნები 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს და ისეთი პარამეტრები გაითვალისწინეს, როგორიცაა – საგზაო ინფრასტრუქტურა, გზების გადატვირთულობა და სასიკვდილო ავარიების რიცხვი. ყველაზე დაბალი შეფასება რუმინეთმა დაიმსახურა  – დამწყები მძღოლებისთვის ის ყველაზე სტრესული ქვეყანაა.

Zutobi-ს შეფასებით, რუმინეთმა 10 შესაძლო ქულიდან 4,87 დაიმსახურა. დაბალი ქულა ცუდი გზებით და ძალიან  ბევრი ავტომობილით აიხსნება. ანტი-რეიტინგის მეორე ადგილს, 5,07 ქულით მალაიზია იკავებს, ქვეყანამ დაბალი ქულა ზედმეტად ბევრი სასიკვდილო ავტო საგზაო შემთხვევის გამო დაიმსახურა. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ფილიპინები (5,30) ასრულებს, ქვეყნის შეფასებისას ექსპერტებმა ცუდი გზებით და საცობებით იხელმძღვანელეს.

ყველაზე ცუდი ქვეყნების ტოპ-5-ში მოხვდა ასევე ბულგარეთი და რუსეთი. შედარებით უკეთესი სიტუაციაა საბერძნეთსა და პოლონეთში, ქვეყნებმა მე-6 და მე-7 ადგილი დაიკავეს. მე-8 პოზიციაზე – არგენტინა, მე-9-ზე – ახალი ზელანდია გავიდა.

ათეულს 6,09 ქულით იტალია ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები