LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დაასახელეს ავტომობილები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

123

ამერიკული საქმიანი გამოცემა Forbes იმ ავტომობილებზე საუბრობს, რომლებმაც დღევანდელი საავტომობილო სფერო განსაზღვრეს. მათ შორის დღემდე კარგად ცნობილი მოდელებიც არიან.

საკულტო Mercedes-Benz G-Class 1979 წელს ააწყვეს და ნამდვილი ყველგანმავალი გამოდგა, რომელიც ირანისთვის იყო განკუთვნილი. გარკვეული დროის შემდეგ Gelandewagen სამოქალაქო ავტომობილი გახდა და ბევრი დამატებითი ოფცია შეიძინა. ის სეგმენტის – Luxury SUV-ის დამაარსებელი გახდა.

ყველგანმავლებზე საუბრისას, არ უნდა ავუაროთ გვერდი რუსულ „ნივას“. ის 1977 წელს საბჭოთა სოფლებისთვის შექმნეს. „ნივა“ იყო პირველი ავტომობილი, რომელსაც არატიპიური გარეგნობა ჰქონდა.

 

უკვე 40 წელია Volkswagen Golf მუდმივად მოთხოვნადია. ის ჯორჯეტო ჯუჯარომ შექმნა. პირველი Golf 1979 წელს გამოვიდა, ბოლო თაობა კი 2009 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქარხანაში.

 

შემდეგი Fiat 600 Multipla გახლავთ. ერთ დროს ის ამერიკის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მინივენი იყო, თუმცა, მხოლოდ 4 წლის განმავლობაში გამოდიოდა.

 

ფრანგებმა Renault-ში ისეთი სეგმენტი შექმნეს, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გახდა. ეს გახლდათ ჰეთჩბეკი Renault 16. ის 15 წლის განმავლობაში გამოდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები