LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ავარიების მიზეზი დაასახელეს

30

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ავტოავარიის მიზეზი ხშირად წინ მიმავალი ავტომობილის უკან სიარული ხდება. უფრო ზუსტად კი საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი GPS-ის ნაცვლად წინ მიმავალ ავტომობილს მიყვება. როგორც სიმულაციურმა ტესტმა აჩვენა, ასეთ დროს უკან მიმავალი ავტომობილის მძღოლი მთლიანად წინა ავტომობილზეა კონცენტრირებული, რაც ავარიის რისკს ძალიან ზრდის. მძღოლმა იმის შიშით, რომ სწორი მიმართულება არ დაკარგოს, შესაძლოა სიჩქარეს გადააჭარბოს, სწრაფად დაამუხრუჭოს, დააზარალოს საკუთარი თავი, სხვა მგზავრები ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახოს.

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ GPS-ით სიარულის დროს ადამიანები ბევრად უფრო ყურადღებიანები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები