LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა 2018 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს

89

ექსპერტებმა 2018 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს. საერთაშორისო კვლევითმა კომპანია jD Power-მა 2018 წელი შეაჯამა და შეადგინა რეიტინგი, რომელშიც სულ 13 მოდელი მოხვდა. მთლიანობაში კი სპეციალისტებმა 600-ზე მეტი ავტომობილი შეისწავლეს და საუკეთესოების შერჩევისას ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად მომხმარებელთა შეფასებებიც გაითვალისწინეს. გარდა ამისა, დიდი ყურადღება მიექცა ასევე ამა თუ იმ მოდელის ზოგად ხარისხს, დიზაინსა თუ სანდოობას.

პირველი ადგილი წელს Porsche 911-მა დაიკავა და გერმანულმა ბრენდმა 94 ქულა დაიმსახურა. მეორე პოზიციაზე Genesis G90 გავიდა და ბოლოს, ლიდერთა სამეული Mercedes-Benz S-Class-მა დაასრულა.

საინტერესოა, რომ საუკეთესოთა რეიტინგში Porsche-ს კიდევ სამი მოდელი – Porsche 718, Macan და Cayenne მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები