LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტება ყველაზე საშიში ქალაქების რეიტინგი შეადგინეს

36

სან-პედრო მსოფლიოში ყველაზე საშიში ქალაქია. ექსპერტება იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინეს, რომელთა მონახულებაც შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს და ტურისტებმა მათზე არჩევანი არ უნდა გააკეთონ. პირველ პიზიციაზე ჰონდურასი გავიდა და კრიმინალის მაღალი დონის გამო, ქვეყნის ნახვა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. არანაკლებ საშიშია ასევე – კარაკასის (ვენესუელა), პორტ-მორსბის (პაპუა ახალი გვინეა) და ფორტალეზას (ბრაზილია) ვიზიტიც და მიზეზი ისევ და ისევ დანაშაულის მაღალი დონეა. სახიფათო ქალაქთა რეიტინგში სულ 327 დასახლება მოხვდა და საქართველოს დედაქალაქმა მასში 312-ე ადგილი დაიკავა, ეს კი არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ყველა უსაფრთხო ქალაქებს, სიის ბოლოში – ბაზელი (შვეიცარია), აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და დოჰა (ყატარი) მოექცნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები