LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკურსია ვერ შედგება პირველადი სამედიცინო დახმარების მცოდნე პირის გარეშე – ახალი რეგულაციები, რომლის შესრულება სკოლის ადმინისტრაციას მოუწევს

3185
ფოტო: school excursions program

ბავშვების უფლებათა კოდექსში, რომლის მიღებაც იგეგმება, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება.

კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებშია გაწერილი მაგალითად, ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები.

კანონით იქნება განსაზღვრული, რომ ბავშვთა ექსკურსიას თან ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.

კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები – კონტიგენტის, ექსკურსიის ადგილისა და დროის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, მაგალითად, მაშინ, როდესაც ექსკურსიისას რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იქნება გამოყენებული, შესაძლებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია:

“არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უსაფრთხოებას ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) შემთხვევაში. სამწუხაროდ, ასეთი გარანტიების არარსებობის გამო არაერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უსაფრთხოებას ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) შემთხვევაში. სამწუხაროდ ასეთი გარანტიების არარსებობის გამო არაერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი”.

ბავშვთა უფლებათა კოდექსი ცვლილებას 21 თანმდევ კანონში ითვალისწინებს. ის ჯერ მხოლოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები