როგორც ცნობილია, ლეონარდო დიოკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი „ნეტფლიქსის“ კომედიური ჟანრის ფილმში „ზევით არ აიხედო“ ერთად ითამაშებენ. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიური კადრები გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ლეონარდო და ჯენიფერი ფილმში ასტრონავტების როლს შესასრულებენ, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება მოახლოებული ასტეროიდის შესახებ გააფრხილონ. ჯენიფერ ლოურენსის ცნობა წითელ თმაში საკმაოდ რთულია. ლეონარდომ კი როლისთის წვერი მოუშვა.
ცნობისთვის, დიკაპრიოსა და ლოურენსის გარდა „ნეტფლიქსის“ ფილმში ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები გამოჩნდებიან, როგრებიც მერილ სტრიპი, კეიტ ბლანშეტი, მეთიუ პერი, ტიმოტი შალამე და პოპ-ვარსკვლავი არიანა გრნადე არიან.
ფილმის რეჟისორი ადამ მაკეია. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.