„მხოლოდ ქართულის“ ნახევრფინალი დასრულდა. ხუთეულს ლუკა ჭოხონელიძე გამოეთიშა. გუშინდელ კონკურსზე ლელა წურწუმიასა და სტეფანეს სიმღრების ტურები გაიმართა. ორივე ტურზე მონაწილეები განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. სტეფანეს რეპერტუარის შესრულებისას კონკურსანტებს გამორჩეულად ეცვათ და ეს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა. კოსტიუმების ავტორი დავიდ გევორქოვია. მისთვის სტეფანეს ტურზე მუშაობა გამორჩეულად სასიამოვნო იყო, რადგან იცნობს და პატივს სცემს მუსიკოსის შემოქმედებას.
„მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები, რომელთაც David’s Road-ის სამოსი აცვიათ, ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ შავ-თეთრ ფოტოსესიაში წარმოგვიდგინა, რომელსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ.