LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიურად ერზერუმიდან – გურჯი ხათუნის ახალაღმოჩენილი საძვალის ფოტოები

394
74156306-2423073994454676-8009427112920350720-n (1)

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახალაღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა.

„ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება.

ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს“, – წერს გიორგი ჯანჯღავა „ფეისბუქში“.

გურჯი ხათუნი, იგივე თამარი საქართველოს მეფის, რუსუდანის შვილი იყო და სულთან ქეი-ხოროვ II-ზე იყო დაქორწილებული. ცნობისთვის, აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს. გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

მე-13 საუკუნეში მოღვაწე დედოფლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი ცნობილი არ არის. ასევე, გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში (რუმის სასულთნოს დედაქალაქი) გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები