LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექს სტიგმა დაუსრულებელ ხიდზე ბრმად გაიარა (ვიდეო)

31

ბრიტანელმა მრბოლელმა და კასკადიორმა ბენ კოლინზმა, რომელიც ტელეგადაცემა Top Gear-ში ”უცნობი” პილოტი სტიგის როლს ასრულებდა, დაუსრულებელ ხიდზე ბრმად გაიარა. რგოლი YouTube-ზე ”მაზდას” ისრაელის განყოფილების არხზე განთავსდა.

ვიდეო Mazda-ს ”Prepare to be Amazed”-ის ვიდეოების სერიის ნაწილია. მასში მარკის ავტომობილები სხვადასხვა ცდებს გადიან და უსაფრთხოების სისტემების მუშაობის დემონსტრირებას ახდენენ.

ის ვიდეო კი, სადაც ექს სტიგი მონაწილეობს და ”Mazda2”-ით ხიდზე ბრმად მიდის, ზოლის დაცვის კონტროლისა და ავტომატური ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემების დემონსტრირებას ახდენს. მეორე ვიდეოში კი მრბოლელი CX-5-ით კვადროკოპტერს გაურბის, რომელიც მას საღებავს ესვრის. ამ გზით კომპანია ცდილობს გააქარწყლოს მოსაზრება, თითქოს ”მაზდათი” სიარული შთამბეჭდავი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები