ჰაერის დაბინძურების კვალი ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვის ორგანიზმში – მონიტორზე საწვავის წვისა და გამონაბოლქვის კვალი დაინახეს. ინფორმაციას ამის შესახებ theguardian აქვეყნებს, სადაც წერია, რომ კვლევებმა პლაცენტაზე საშიში ნაწილაკების არსებობს დაადასტურა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და გაზრდილ ნაადრევ მშობიარობას, ან ნაყოფის მცირე წონას შორის უკვე დადასტურებულია.
“ეს ყველაზე საშიში პერიოდია ცხოვრებაში. ყველა ორგანო განვითარების პროცესშია. მომავალი თაობების გადასარჩენად ამის გავლენა მაქსიმალურად უნდა შევამციროთ”, – აცხადებს პროფესორი ტიმ ნაუიროტი.
სანქცია ისეთი იყოს, რომ ავტომფლობელს მანქანით გადადგილების უფლება არ ჰქონდეს.
თუ თქვენი მანქანა შავ კვამლს უშვებს, ქუჩაში გაგაჩერებენ და დაგაჯარიმებენ - საპილოტე პროექტი იწყება
სანამ ჰაერის დაბინძურება ერებს ამცირებს, კვლევები, თუ რამდენად მძიმე გავლენას ახდენს ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ძალიან ნელა ვითარდება და მსოფლიო მოსახლეობის 90% ჯერ კიდევ ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის გაიდლაინს აჭარბებს.
გამოიკვეთა, რომ ჰაერის დაბინძურებამ, შესაძლოა, ყველა ორგანო დააზიანოს.
კვლევა ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებ არამწეველ ორსულ ქალებში ჩატარდა. სულ 25 პლაცენტა გამოიკვლიეს.