LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით, მერე რა, რომ მის სელფებს ათასობით მოწონება აქვს და ჩემსას ცოტა, ერთნაირად ვიცავდით რიგს…” – მაიკო წერეთელი

13260
264416225-459577855522801-7643921809823827770-n

OK! აღმასრულებელი დირექტორი, მაიკო წერეთელი სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან, გიორგი გახარიასთან, ერთ-ერთ კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყოფილი პრემიერი სხვების მსგავსად იცავდა მისთვის განკუთვნილ რიგს.

“აი სულ რომ მესმის, განვითარებული ქვეყნების პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ხალხივით იქცევიან და ცხოვრობენო, სულ რომ მინდა, საქართველოშიც ასე იყოს და პრივილეგირებული ჯიპები ბასლაინებიდან არ მეკვეტებოდნენ საცობში გაწამებულს, მაგ სერიიდანაა ეს ამბავი.

დილით დედაჩემის რენტგენის გამოსატანად ვიყავი და შემხვდა შემთხვევით, ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით

ჰოდა ეს წინასაარჩევნოდ ავტობუსით გასეირნება რომ არაა, ყველა ხვდება და იმედია, იმასაც ხვდება ყველა, რომ უკიდეგანო სანაცნობოს გამოყენება რიგიდან თავის აცილების მიზნით იოლი შესაძლებელია.

მერე რა, რომ მის სელფებს ათასობით მოწონება აქვს და ჩემსას ცოტა, ერთნაირად ვიცავდით რიგს”,- წერს მაიკო წერეთელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები