LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის 5 რჩევა, რომელიც გულის პრობლემის მქონე პაციენტებმა ზამთარში უნდა გაითვალისწინონ

levani

„ფორტუნას“ მკითხველს კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი ხუთ რჩევას აძლევს:

  1. სითბოდან სიცივეში მოხვედრისას სისხლძარღვების შევიწროვება ხდება,  რაც  ინფაქტის ერთერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. ტემპერატურის ცვალებადობამ, შესაძლოა,  გულის იშემიური გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ერიდეთ ისეთ გარემოში გადანაცვლებას, სადაც არსებულთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურაა. მიეცით საკუთარ თავს გათბობის საშუალება, ხშირად შედით შენობაში თუ დიდხანს გიწევთ გარეთ ყოფნა.
  2. ეცადეთ ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ. ქუდი, ხელთათმანი, თბილი წინდები გამოიყენეთ, რათა შეინარჩუნოთ სხეულის ნორმალური ტემპერატურა.
  3. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ალკოჰოლის საშუალებით, მართალია თავს უფრო თბილად იგრძნობთ, რადგან სისხლძარღვებს აფართოვებს,  თუმცა ამან შეიძლება დიდი გართულება გამოიწვიოს თქვენი გარეთ, დაბალ ტემპერატურაში მოხვედრისას.
  4. ხშირად დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან ავირიდოთ რესპირატორულ ინფექციები,  რაც გულის დაავადებათა გამწვავების რისკს ზრდის.
  5. თუ გულის დაავადებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სიმპტომს ამჩნევთ. მაგალითად:
    მოჭერითი ხასიათის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება დატვირთვის შედეგად, გულის უკმარისობის რაიმე სახის გამოვლინება, დაუყოვნებლივ  მიმართეთ თქვენს კარდიოლოგს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები