თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი გვერდი სიციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც სტუდენტები მზადყოფნას გამოთქვამენ ჯანდაცვის სამინისტროს მძიმე გამოწვევაში გვერდით დაუდგნენ:
“მოკლედ, ძალიან ძალიან მაგრები ხართ თითოეული ქართველი მედიცინის წარმომადგენელი ამ წამს! დღეს სინათლის სისწრაფით შეივსო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმ განყოფილებაში მუშაობის მსურველ ადამიანთა (სტუდენტთა სია), რომელიც მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს საჭიროების (საშიშროების) ეჭვის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, სურათებში მოცემული ჩემი დიალოგიც მსგავსია მათი დიალოგების ოჯახის წევრებთან, მაგრამ არ გვეშინია. თქვენთან ვართ მთელი ჩვენი ადამიანობით და არ უნდა შეშინდეთ არც თქვენ, თსსუ პათოლოგები ამჯერად ყოველგვარი ირონიის გარეშე და ყოვლად ადამიანური ღიმილით, მთელი ქართული მედიცინის სახელით ჯანმრთელობას გისურვებთ”- წერენ სტუდენტები.
სტუდენტების სულისკვეთებას ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
„ასე სჩვევიათ ქართველებს გაჭირვების ჟამს გაერთიანება. საამაყოები ხართ თქვენც და მედიცინის ყველა მუშაკი – ორგანიზატორებიდან დაწყებული და “ცეცხლის წინა ხაზზე” პრაქტიკულად მომუშავეებით დამთავრებული. თქვენ ის თაობა ხართ 13 ივლისის წყალდიდობისას ყველა ერთად რომ გამოხვედით დახმარების სურვილით გულანთებული. ამიტომაც „ წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენც და თქვენი ოჯახების წევრებსაც“, – ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში.
კომენტარებში ასევე არის სტუდენტისა და დედის მიმოწერა. როგორც მიმოწერიდან ირკვევა, სტუდენტს ფილტვების პრობლემა აქვს, მაგრამ საკუთარი საქმის შესრულებას მაინც აპირებს: