რადიოლოგი ლივერპულიდან მარკ უდოვიჩი ვერასოდეს წარმოიდგენა, რომ მსოფლიო მასშტაბის პოპულარობას მოიხვეჭდა. საკუთარ პროფესიაში წარმატებული ექიმი პოპულარული იმით გახდა, რომ ცნობილი ადამიანების პაროდიები შექმნა. პროექტი „Dry July Shave Off” ცნობილი ადამიანების პაროდიებს წარმოადგენს და სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია.
თავად რადიოლოგის თქმით, მისი მიზანი იყო კარგი განწყობის შექმნა და ასევე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა კიბოსთან ბრძოლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ მის ფოტოარქივში თითქმის ყველა პოპულარული ადამიანის პაროდიას შეხვდებით. აქა არის ქეით მიდლტონის, კენდალ ჯენერის, კიმ კარდაშიანის, „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობეისა და სხვა ვარსკვლავების ფოტოებზე შექმნილი პაროდიული სურათები. ამ ფოტოების გადაღებაში ექიმს მეგობარი გოგონა ეხმარება.