ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 29 დეკემბერს ის და მისი კოლეგებიე სტუმრებიან მოხუცებულთა თავშესაფარს და მათთვის სხვადასხვა პროდუქტს და ასევე წამლებს მიიტანენ. თუკი დახმარების სურვილი გაქვთ, პოსტში მითითებულია ანგარიშის ნომერი თანხის ჩასარიცხად.
„ყველაზე ტკბილი მოგონება რა გაქვთ ბავშვობაში? უმეტესობას, ალბათ, ბებიაბაბუასთან გატარებული ტკბილი დღეები, რომელიც გონებიდან არ ამოვა და იქნება სამუდამოდ ჩვენ მეხსიერებაში…
მათ განსაკუთრებული სუნი აქვთ და სითბო… მათ განსაკუთრებულად გამოსდით ჩვენთვის პურის და ხაჭაპურის გამოცხობა… ასეთ გემოს სხვაგან ვერსად იპოვნი… არც ისე დიდი ხანია, დავკარგე ერთადერთი ბებო და მათ მიმართ განსაკუთრებული განწყობა მაქვს ახლა უფრო მეტად…
არსებობენ ბებიები და ბაბუები, ვისაც სამწუხაროდ, უწევს მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრება, ზოგი მივიწყებული, ზოგიც კი სხვა გზით ხვდება ასეთ დაწესებულებებში…
ზუსტად ისინი არიან დღესდღეობით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ! მათ სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება.
ვაგროვებთ საკვებს (ბურღულეულს ) (ტკბილეულს) და საჭირო მედიკამენტებს, როგორიცაა მაგალითად პარაცეტამოლი, ანალგინი, ნოშპა, ციტრამონი, ცე ვიტამინი და სხვა. ვისაც როგორ შეგიძლიათ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს.
ანგარიშის ნომერი: GE78BG0000000034589800
მივდივართ 29 დეკემბერს ❤
მივიყვანთ ახალგაზრდა ექიმებს და ჯანმრთელობითაც შეაფასებენ თითოეულს საჭიროების შემთხვევაში ❤
მეტად გააქტიურდით მედიკოსებო, ჩვენ კლინიკის გარეთაც საჭირო ვართ!“