LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ლევან ფერაძე: „15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლებოდა, დაორსულებულიყო…“

5341
feradze levan

იაშვილის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე აქვეყნებს სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარულია. მისი ინფორმაციით, საქართველოში 13-14 წლის გოგონები კარგავენ ქალიშვილობას ისე, რომ არ ესმით, რას აკეთებენ.

ექიმის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო. ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.

სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ რა საიტებზეა “ნასეირნები”. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრასა ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.

მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს სწორი და გამოზომილი ინფორნაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები