LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: კვლევამ დაადასტურა, რომ პლანშეტიდან ბავშვი ვერაფერს სწავლობს

167

„ვიდეოს შეუძლია გაართოს პატარა, დააწყნაროს ის, მაგრამ ახალს ის ვერ ისწავლის“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ჟურნალში Acta Paediatrica გამოქვეყნდა. ამ დასკვნამდე ინდოელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებიც YouTube-ზე განთავსებული ვიდეოების მეშვეობით ბავშვების განვითარებას აკვირდებოდნენ.

ბავშვი განვითარებას ადრეული ასაკიდან იწყებს და სიტყვების დამახსოვრებას უკვე 6 თვის ასაკიდან ახერხებს. იმისთვის, რომ ეს სიტყვები მან ყოფით ცხოვრებაშია აქტიურად გამოიყენოს, საჭიროა მასთან მუდმივი ცოცხალი კომუნიკაცია, თამაში, საუბარი და კითხვა.

რაც შეეხება სპეციალურად შექმნილ განსავითარებელ ვიდეოებს, ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ პატარების განვითარება შესაძლოა, ამ ვიდეოებმა შეაფერხოს. კვლევაში 55 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა განსავითარებელ ვიდეოებს უყურებდნენ. მათი ასაკი 6 თვის ასაკიდან იწყებოდა. საბოლოოდ ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაჯეტები უსარგებლოა. ისინი დაკვირვებას ატარებდნენ  პატარებზე, რათა გაეგოთ, რამდენად სწორად მოიხმარდნენ ბავშვები პლანშეტს უკვე 1 წლის ასაკში. იცდონენ თუ არა მისი გამოყენება მიზნობრივად. გაირკვა, რომ წლის ასაკში ბავშვები უკვე ცნობდნენ ვიდეოში გამოსახულ ნათესავებსა და ახლობლებს, წლინახევრის ასაკში კი საკუთარ თავს. ისინი კარგად ფლობდნენ გაჯეტებსაც, მაგრამ მისი მოხმარება მიზნობრივად უჭირდათ. პლანშეტის მოხმარების წესები მათ ვერც 2 წლის ასაკში აითვისეს. ამავე დროს მხოლოდ ბავშვების ნახევარმა იცნო საყვარელი გმირები, რომელსაც ვიდეოებში უყურებდნენ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პატარები სიტყვებს არა პლანშეტში ნანახი ვიდეოს დახმარებით იმახსოვრებდნენ, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ სიტყვებს მშობლები უმეორებდნენ. აქედან გამომდინარე, კვლევა ამტკიცებს, რომ 2 წლამდე ასაკში პლანშეტის გამოყენებით ბავშვი პრაქტიკულად ვერაფერს სწავლობს. თუმცა, კვლევაში ნათქვამია, რომ ეს ბავშვისთვის გართობისა და ყურადღების გადატანის კარგი საშუალებაა. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ კვლევა მხოლოდ ინდოეთში ჩატარდა და სხვა ქვეყნის ბავშვების ქცევა არ შესწავლილა.

კვლევის შესახებ ინფორმაციას ექიმი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები