LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: კატეგორულად ვეწინააღმდეგები პლანშეტის მოხმარებას 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

93

ცნობილი უკრაინელი ექიმის, ევგენი კომაროვსკის ფორუმზე  ერთ-ერთი კითხვა ეხება პლანშეტის მოხმარების თემას. მშობელი, რომლის შვილიც წლინახევრისაა, კითხულობს უსაფრთხოა თუ არა პლანშეტი პატარასთვის და რა ასაკიდან შეიძლება მისი მიცემა ბავშვებისთვის.

ექიმი კომაროვსკი ცდილობს აუხსნას მშობელს, რა გავლენას ახდებს პლანშეტი პატარებზე:

„როცა ბავშვი იწყებს გაჯეტების მოხმარებას მანამ, სანამ შეიცნობს სამყაროს, ეს ცუდად მოქმედებს მის ფსიქიკაზე, არღვევს მის კოორდინაციას, ზრდის ტრამვულობის რისკს და ა.შ. ეს ის დროა, როცა ბავშვმა უნდა იხტუნაოს, ითამაშოს, ირბინოს და ამ დროს ფორმირდება მისი მოტორიკა, იზრდება ფილტვები, გული, ის ეგუება მუდამ ცვალებად გარემოს. ამ დროს როცა ის ზის ტელევიზორთან და უყურებს ეკრანს, არავინ იცის რა ხდება მის ფსიქიკაში. ჩვენი ბავშვები გრანდიოზული ექსპერიმენტის ნაწილი არიან. როგორც ექიმი, მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პლანშეტის მოხმარებას 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამის შემდეგ არის სტანდარტული წესი. არა უმეტეს 2 საათისა დღეში. გახსოვდეთ, რომ მშობლები ბევრად მეტს აძლევენ პატარებს ცოცხალი კომუნიკაციით, ვიდრე ეკრანი. ამიტომ ნუ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ ჭამს, არ თამაშობს, არ ლაპარაკობს თქვენი შვილი და უყურებს მუდამ ტელევიზორს. როცა თქვენც ამას აკეთებთ და ბავშვი ამას ხედავს, ის აკოპირებს მშობლების ქცევას“ – აცხადებს კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები