LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: ჩაუდეთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე

720
FORTUNA.GE (15)

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ნაყინი აუცილებლად აჭამონ და თავი არ შეიკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცივია.

„ნაყინი აუცილებლად უნდა ჭამოთ, მეტიც, რეგულარულად უნდა მიირთვათ. არაერთხელ მითქვამს, რომ პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტისთვის, ცივის ზემოქმედება ნუშურა ჯირკვლებზე ნამდვილად საჭიროა. თვეში ერთხელ ნაყინის ჭამა არ შეიძლება, ის რეგულარულად უნდა მიირთვათ”, – ამბობს ექიმი.

ასევე, კომაროვსკი რჩევას აძლევს მათ, ვინც აპირებს რომ ამ სეზონზე პატარას პირველად გაასინჯოს ნაყინი.

“შეიძინეთ თეთრი პლომბირი და ბავშვს დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით მიეცით, ოღონდ მაშინვე ნუ ჩაყლაპავს. ჩაუდეთ ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე, ამის შემდეგ ჩაყლაპოს. მომდევნო დღეს ორ-ორი ჩაის კოვზი მიეცით და ასე შემდეგ. ცივის რეგულარული ზემოქმედება ქრონიკულ ტონზილიტს შველის“, – ამბობს ექიმი კომაროვსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები