LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: 10 გავრცელებული მითი გრიპის ვაქცინაზე, რომელიც სრული სიცრუეა

598

გრიპი ეს არა არის ბანალური გაციება ან სტანდარტულად მიმდინარე  ვირუსული ინფექცია. გრიპს შესაძლოა უამრავი გართულება ახლდეს თან და მეტიც, შესაძლოა, შედეგი იყოს ლეტალურიც. ყველაზე ხშირ გართულებებს შორისაა პნევმონია, ოტიტი. 2010 წლიდან ოფიციალურად 9.3-დან 35.6 მილიონამდე ადამიანი დაავადდა გრიპის ვირუსით, აქედან 140000-დან 710 000-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 12000-დან 56 000 მდე, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი არც ისე ტრაგიკულადაა, რადგან არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ბევრი ადამიანი კვლავ უარს ამბობს ამ ვაქცინაზე, მოდით ვნახოთ მათი არგუმენტები, რომელსაც საკუთარ საიტზე  უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი გვთავაზობს.

  1. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ მოქმედებს.

არავინ ამტკიცებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველთვის იდეალურად მოქმედებს. გრიპის ვირუსმა შესაძლოა, განიცადოს მუტაცია, შეიცვალოს. ამიტომ არავინ იცის, რომელი ვირუსი შეგხვდებათ კონკრეტულად თქვენ. ამიტომ, სანამ არ არსებობს გრიპის საწინააღმეგო უნივერსალური ვაქცინა, ჩვენ უნდა ვენდოთ ექსპერტებს, რომლებიც ვაქცინას ქმნიან შტამების მიხედვით, რომლებიც თავის მხრივ აქტუალურია მიმდინარე სეზონზე. დამტკიცებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ამცირებს დაავადების სიმძიმეს. ამიტომ შემცირებულია პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. მეტიც, თუ თქვენ იმ ტიპის გრიპის ვირუსი არ შეგხვდათ, რომელიც შტამის მიხედვითაცაა შექმნილი ეს ვაქცინა, ის მაინც უზრუნველყოფს გრიპის სიმტომების მარტივ მიმდინარეობას და ეს ნამდვილად მიზეზია, რომ აიცრათ.

  1. მე შემხვდა ვირუსი გრიპის ვაქცინის შემდეგ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას არ შეუძლია გრიპის გამოწვევა. თუ თქვენ ვაქცინაციის მერე ავად გახდით, ამის მიზეზი არის ის, რომ თქვენ გრიპი შეგხვდათ იქამდე, სანამ ვაქცინა მოასწრებდა მოქმედებას. ასევე შესაძლოა, თქვენ შეგხვდათ ტიპიური ვირუსი, რომელიც სიმპტომებით გრიპის ვირუსს ჰგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვირუსი თქვენ მაინც შეგხვდებათ და გრიპის ვირუსისგან დაცული მხოლოდ ვაქცინით იქნებით.

  1. მე არ შემხვდება გრიპის ვირუსი, რადგან კარგი იმუნიტეტი მაქვს.

ცხადია, ჯანსაღი და ბალანსირებული კვება, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ჯანმრთელობის გარანტიაა, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ გრიპის ვირუსი არ შეგხვდებათ. ისტორიულად სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გრიპია და გრიპის ვქცინის გარდა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გრიპისგან თქვენ რაიმე, მაგალითად ხალხური მედიცინა დაგიცავთ.

  1. ვაქცინა ორსულობის დროს არ შეიძლება.

ორსულები გრიპის გართულების უდიდესი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ რეკომენდებულია ყველა ორსული იყოს აცრილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. მეტიც, თუ ორსული იცრება, ის არა მარტო იცავს საკუთარ თავს, არამედ ახალშობილსაც, რომელიც გრიპის ვირუსიდგან 6 თვემდე ასაკში დაცულია. დიახ, დამტკიცებულია, რომ ეს ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა ორსულებისთვის და მეტიც, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია.

  1. ქრონიკული დაავადებების დროს გრიპის ვაქცინა არ კეთდება.

ხალხი ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასთმა) ასევე გრიპის გართულებების რისკის ჯგუფში იმყოფებიან. ამ ადამიანებისთვის გრიპის აცრა იმდენად მნიშველოვანია, რომ შესაძლოა ამან სიცოცხლეც კი იხსნას. გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ ასუსტებს იმუნიტეტს, პირიქთ ის მეტად იცავს მას დასუსტებისგან.

  1. გრიპის ვირუსს წამალიც მოერევა.

არ არსებობს წამალი, რომელიც გრიპის გავრცელების რისკს ამცირებს. შესაძლოა, თქვენ მიიღოთ სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, მაგრამ ის არ მოქმედებს ვირუსზე. ყველა წამალი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ არის მიმართული, უკუჩვენებით გამოირჩევა. ასევე არაეფექტურია ვიტამინები, ჰომეოპათიური საშუალებები და ხალხური მედიცინის „მარგალიტები“.

  1. ბავშვს ეშინია ნემსის

მე პედიატრი ვარ , ჩემი პაციენტების უმრავლესობას არ უყვარს აცრები. ისინი ტირიან, გაქცევას და თავის არიდებას ცდილობენ. ეს ნორმალურია, მათ ეშინიათ ჩხვლეტის, მაგრამ არის უამრავი საშუალება, რომელიც ამსუბუქებს ამ პროცედურას.

  1. ალერგია კვერცხის გულზე აცრების პირდაპირი უკუჩვენებაა.

ეს არასწორია. მართალია კვერცხის გულზე ალერგია აცრის პირდაპირი უკუჩვენებაა, მაგრამ არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ასეთი ადამიანები იცრებიან. ასეთ ადამაინებს სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია, აცრა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში და შემდგომი კონტროლი.

  1. ვაქცინაცია ფულის მახეა და ექიმები ამით სარგებლობენ.

მე სულ ვამბობ, ჩემთვის ულ ერთია, სად აიცრება ჩემი პაციენტი. მთავარია, რომ აიცრას და ამას ჰქონდეს შედეგი.

  1. ვაქცინა შეიცავს ტიომერსალს.

რეალურად ეს ნაერთი 2011 წელს ყველა საბავშვო ვაქცინიდან ამოიღეს. იყო ვერსია, რომ ის ბავშთა აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ამ კომპონენტის ამოღების შემდეგ აუტიზმის ნიშნების გამოვლენა გაგრძელდა იმ სტატისტიკით, რაც იქმდე იყო. ამიტომ დღეს მთელი სამედიცინო სამყარო დარწმუნებულია, რომ აუტიზმს ვაქცინაცია არ იწვევს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები