LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმების და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა 

123
Untitled design

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა.

უწყების ცნობით, 1 აპრილიდან, სამედიცინო დაწესებულებებმა, ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება, ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება.

ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის – „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა.

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.