აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები მოუწოდებენ ორსულებს, არ იმოგზაურონ ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ვირუსი ზიკაა გავრცელებული. ინფიცირების შემთხვევაში ბავშვები იბადებიან ზომაზე პატარა თავით და დაზიანებული ტვინით.
ვირუსი ზიკა მოსკიტებს გადააქვთ და ტროპიკულ რეგიონებსა და აშშ-ში მილიოონობით ადამიანს უკვე გადატანილი აქვს.
ვირუსის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, მთელი სხეულის ტკივილი, გამონაყარი, წითელი თვალები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ზიკა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
მედიკოსებმა ჯერ ვერ დაადგინეს, კონკრეტულად რა კავშირია ზიკა ვირუსი რატომ აზიანებს ჩვილების ტვინს, თუმცა მათი დაკვირვებით დადგინდა, რომ ორსულობის დროს ინფიცირების შემთხვევაში ახალშობილები პატარა ზომის თავით და დაზიანებული ტვინით იბადებიან.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, მის შესაქმნელად მეცნიერები ახლა მუშაობენ, თუმცა ვაქცინის საბოლოოდ შექმნას ასეულობით მილიონი დოლარი და რამდენიმე წელი სჭირდება. რადგან თავის დაცვა აღნიშნული ვირუსისგან ფაქტობრივად შეუძლებელია, ექიმები მოუწოდებენ ორსულებს, არ იმოგზაურონ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა ვირუსი ზიკა იყოს გავრცელებული.