LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

176
BeFunky-collage (23)

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლო დღეს, 13 დეკემბერს განიხილავს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს ექიმის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში - ნინო ბურჯანაძე

ქართველი ექიმის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესი პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.

საჯარო სივრცეშიც მოისმენდით არა მარტო ქართულ მხარეს, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც და ზოგიერთ შემთხვევაში რუსული მხარეც აკეთებს კარგა ხანია უკვე მინიშნებებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე უნდა იქნეს გათავისუფლებული,” – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები