LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიოლოგები ჯანდაცვის სექტორში სერიოზულ კრიზისს პროგნოზირებენ

279
1583832665-1583379880-კორონავირუსი

ეპიდემიოლოგები ჯანდაცვის სექტორში სერიოზულ კრიზისს პროგნოზირებენ, სპეციალისტები თვლიან, რომ მწვავე პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდება და აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

“წინ არის აგვისტოს თვე, შემდგომში სექტემბერი და თუკი რიცხვის მატება იქნება, ეს იქნება კატასტროფული მდგომარეობა ჯანდაცვის სექტორისთვის და არ არის გამორიცხული, რომ სერიოზული კრიზისიც კი დაგვიდგეს,” – განაცხადა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებული ვირუსის შემთხვევებიდან 80% სწორედ ინდური ვარიანტია. დიდი ალბათობით, კორონავირუსის დელტა შტამი სხვა შემთხვევებს მალე სრულად ჩაანაცვლებს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ იმ ადგილებში სადაც მობილობა და რისკები მაღალია გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები