“ფეისბუქზე” ინტერნეტმომხარებელი ლია კოვზირიძე, თბილისში, ლილოს დასახლებაში გადაღებულ საკმაოდ მძიმე კადრებს აქვეყნებს. აღნიშნული ტერიტორია ფაქტობრივად მთლიანად ერთჯერადი პარკებითაა დაფარული.
“ეპიდ აფეთქება უფრო საშიშია თუ ეკოლოგიური კატასტროფა” – წერს ლია კოვზირიძე.
აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს ნაგავსაყრელია, სავარუდოდ ძლიერმა ქარმა ნაგავი და უმეტესად ერთჯერადი პარკები დასახლებულ პუნქტში გადმოიტანა.