LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ჰოპკინსს ეძინა, როდესაც ის „ოსკარის“გამარჯვებულად დაასახელეს – მსახიობს აგენტმა დაურეკა

170
antonyhopkins345

წლევანდელი წლის „ოსკარის“ გამარჯვებულმა ენტონი ჰოპკინსმა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამოტოვა. ის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვებას არ ესწრებოდა, მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ ცნობილი ხდება, რომ ჰოპკინსი დაჯილდოვების ცერემონიას არც ეკრანზე ადევნებდა თვალს, მეტიც, მსახიობს უბრალოდ ეძინა.

ყველაზე უხუცესი ოსკაროსანი – 83 წლის ენტონი ჰოპკინსმა მორიგი ,,ოსკარი” მიიღო

წელს მამაკაცის მთავარი როლისთვის „ოსკარს“ გარდაცვლილ ჩედვიკ ბოუზმანს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა. 83 წლის მსახიობი ნომინაციის გამოცხადებისას უელსში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და მას ეძინა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა გაავრცელა, რომელმაც მსახიობს „ოსკარის“ მოგება ტელეფონით შეატყობინა.

ოსკარი 2021

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები