აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.
„ვიმედოვნებ, რომ ეს საბოლოო ტალღა იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ არ მივიღებთ სხვა ვარიანტს, რომელიც წინა ვარიანტის იმუნურ პასუხს თავს დააღწევს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.
ცნობისთვის, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 331 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.56 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 269 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 56.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.