LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაში, საზღვრის დემარკაციის ჩათვლით

111
0D9B6034-994C-4A21-97E1-EAB29D905263

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუგვარებელი საკითხების გადასაჭრელად პირდაპირი და კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის, მოსაგვარებლად“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის გახსნაში სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები