აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ოთხშაბათს, 6 სექტემბერს ეწვევა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვიზიტის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, ბლინკენი უკრაინაში პირველად ჩადის. ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო.