LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ის საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლისთანავე 10 წუთში, უმრავლესობამ სხოდმა დაასრულა და დარბაზიდან გაიქცა: დეკანოიძე

49
ხატია დეკანოიძე - ფორტუნა

პარლამენტში მისვლისა და სხდომათა დარბაზში შესვლის შემდეგ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიის წევრების დარბაზში შესვლისთანავე, 10 წუთში, უმრავლესობამ სხდომა დაასრულა და გაიქცა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა

“დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში მოხდა მემგონი უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც უმრავლესობამ და ხელისუფლებამ, ანუ იმ ადამიანებმა, ვინც წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”, ბოიკოტი გამოუცხადეს თვითონ სესიას და სხდომას. მას შემდეგ, რაც ჩვენ დღეს არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, მათ შორის ეს არის პარტიების დაფინანსების საკითხის ჩახსნა, როდესაც “ქართულ ოცნებას” ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა მიიღოს, ასევე ამნისტიის კანონპროექტის განხილვა და როდესაც კიდევ 10-ზე მეტი საკითხი იყო განსახილველად შემოტანილი.

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლისთანავე 10 წუთში, უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხოდომის დარბაზიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს – “ქართული ოცნება”, ჩამოშლილი ხელისუფლებაა, რომელსაც არავითარი საყრდენი არ აქვს, რეალურად შიშის გამო გაექცა ყველაზე მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიებში მიეღო მონაწილეობა ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ადასტურებს “ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკურად მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებს საქართველოში. 10 წუთში ბატონმა კუჭავამ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ არის ნეიტრალური თავმჯდომარე, მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა სხდომა.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, პარტია საკანონმდებლო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთო. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე

პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები