„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძეა.
სია ასე გამოიყურება:
სოფო ჯაფარიძე;
თორნიკე ბიკაშვილი;
ანა გოგოლაძე;
ირაკლი ეძგვერაძე;
ირაკლი ნადირაძე;
ლილე ლიპარტელიანი;
მამუკა გუგეშაშვილი;
მიხეილ კაკაურიძე;
ნინო კვიტაიშვილი;
შოთა გრიგოლია.
ენმ მაჟორიტარულ ოლქებში, კანდიდატებს არ წარადგენს და ოპოზიციის საერთო კანდიდატებს უჭერს მხარს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაა, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად კი პარტიამ ელენე ხოშტარია წარადგინა.