LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ს დეპუტატმა ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით მძაფრსუნიანი ნივთიერება დაღვარა

88
b771faae-ad04-4eb1-b348-bb35767601aa

ბათუმის საკრებულოში, სადაც 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდნენ, ბათუმის საკრებულოს მოქმედმა წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომაზე ნივთიერება დაღვარა, რომელიც მისივე თქმით “უწყინარია”, ამ გზით ქამადაძემ სხდომის ჩაშლა სცადა.

“მგონია, რომ დღეს დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ამიტომ მე ახლა საჯაროდ ხელთ მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ძალიან ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ

"გადი აქედან კორონას ნუ ავრცელებ... შენ თვითონ ხარ კორონა" - დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც კოვიდტესტის სიზუსტეს ადგენენ. 

გაჩერდებით, პარლამენტში რაც იყო. აქედან გამომდინარე, მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ ეს ნივთიერება არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში. ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის ეს ნივთიერება. ამიტომ, ბოლო წუთამდე მე ვრჩები აქ”,- განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა.

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები